legia_logo

საქმე N001/13-26

    ილ

მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს  სახელით

                                                                                          საჯარო შეტყობინების შესახებ

22 ივლისი, 2026 წელი                                                                                                                                                                    ქ. თბილისი

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი  შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“

არბიტრი   მერაბ ჭიკაიძე

საარბიტრაჟო მოსარჩელე:  შპს ,,სმარტ აქტივები“;

წარმომადგენელი:  ქრისტინე ფიფია;

საარბიტრაჟო მოპასუხე:   ლაშა გელაშვილი;

დავის განმხილველი არბიტრაჟის არბიტრმა მერაბ ჭიკაიძემ  განვიხილე პუბლიკაციის  მეშვეობით  საჯარო შეტყობინების  საკითხი  და

:

 2026 წლის 01 ივნისს  შპს ,,სმარტ აქტივ“-მა საარბიტრაჟო სარჩელით მომართა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს მოპასუხის ლაშა გელაშვილის  მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე. მოცემული საქმის განხილვის მომზადების მიზნით საარბიტრაჟო გზავნილი – საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო მოპასუხე -   ლაშა გელაშვილს   ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ, სახელდობრ  2026 წლის 04 ივნისს და  2026 წლის  24 ივნისს,  იმ მისამართზე, რაც საარბიტრაჟო სარჩელით იყო წარმოდგენილი და რაც მითითებულია მხარეთა შორის 2022 წლის 20 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებაში, მაგრამ საარბიტრაჟო მოპასუხისათვის გზავნილის მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც აღნიშნულ გზავნილებზე უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელებული ჩანაწერებით ირკვევა, მოპასუხე -  ლაშა გელაშვილი  საქმეში არსებულ   მისამართზე  არ ცხოვრობს იმყოფება საზღვარგარეთ,    ასევე არბიტრის თანაშემწის მიერ განხორცილდა სატელეფონო კომუნიკაცია (იხ. სატელეფონო აქტი საქმეში).    

   მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს არბიტრაჟის დებულების მე-7 მუხლის 7.2 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება: თუ ის ადრესატს ჩაჰბარდა პირადად  ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართზე დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას, ხოლო განსახიოლველი დებულების 7.6 მუხლის თანახმად კი თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის უწყების/სარჩელის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, არბიტრაჟი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება არბიტრაჟის ვებგვერდის საშუალებით WWW.legia.ge აღნიშნულ შემთხვევაში უწყება/სარჩელი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან მე-7 დღეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  ვიხელმძღვანელე  მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შ.პ.ს. ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების 7.6 მუხლით,

:

1. საქმეზე N001/13-26  შპს ,,სმარტ აქტივი- საარბიტრაჟო სარჩელისა გამო მოპასუხის ლაშა გელაშვილის  მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე განხორციელდეს საჯარო შეტყობინება პუბლიკაციის მეშვეობით.   

2. საარბიტრაჟო მოპასუხე  ლაშა გელაშვილს     ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“-ს წარმოებაშია საარბიტრაჟო საქმე N001/13-26 შპს ,,სმარტ აქტივი-  სარჩელისა გამო საარბიტრაჟო მოპასუხის  ლაშა გელაშვილის         მიმართ დავალიანების თანხის დაკისრების    შესახებ;

3. სარბიტრაჟო მოპასუხე  ლაშა გელაშვილს    ეცნობოს, რომ მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად 05 (ხუთი) დღის ვადაში მოაწოდოს პასუხი აღნიშნულ საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია”ს მდებარე: ქალაქი  თბილისი, პეტრე ქავთარაძის  ქუჩის  I  შესახვევი #10, საოფისე ფართი 12ბ, სართული 5.   ტელ: 597 05 55 46.

4. სარბიტრაჟო მოპასუხე ლაშა გელაშვილს   განემარტოს, რომ საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული მასალები მათთვის ჩაბარებულად ითვლება მოცემული შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ დადეგენილების მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს ვებ გვერდზე  WWW.legia.ge განთავსებით საჯარო შეტყობინების გამოქვეყნებიდან მეშვიდე დღეს და საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა აითვლება ამ დროიდან.

5. სარბიტრაჟო მოპასუხე  ლაშა გელაშვილს განემარტოს, რომ ,,არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ს  დებულების 2.10 მუხლისა და მხარეთა შორის 2022 წლის 20 მაისის  თარიღით დადებული შეთანხმების თანახმად, არბიტრაჟის მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ზეპირი განხილვის გარეშე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე.

6. წინამდებარე დადგენილება გამოქყევყნდეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგია“ -ს ვებგვერდზე    WWW.legia.ge.

             Arbitri Merab Chikaidze Signature Stamp